-
2014-01-23 16:14
ბლოგერი, რომელიც კიევში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აშუქებს, ერთი პირის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ სწორედ ის ესროდა გრუშევსკიზე ატივისტებს თავში რეზინის ტყვიებს.
ბლოგერი არ აქვეყნებს ფოტოზე გამოსახული პირის მონაცემებს, არ ასახელებს მის ვინაობას, მაგრამ წერს, რომ სწორედ ეს ახალგაზრდა ამოიცნეს აქტივისტებმა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ის დამიზნებით, თავში ესროდა აქტივისტებსა და ჟურნალისტებს გრუშევსკიზე, რის გამოც 17 ადამიანმა თვალი დაიზიანა, ხოლო რამდენიმე საერთოდ, თვალის გარეშე დარჩა.
აქტივისტები ეძებენ მეორე პირსაც – რომელიც ამ მამაკაცთან ერთად იდგა და აქტივისტებს თავში ესროდა. ბლოგერი მიმართავს მათ, ვისაც შეუძლია ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა – გამოეხმაუროს.
ჯერჯერობით, ბლოგერის თქმით, ფაქტი მხოლოდ ისაა, რომ ეს პირი ნამდვილად ირიცხება „ბერკუტის“ იმ რაზმში, რომელიც კიევში აქტივისტებს ესვრის.