კიროვოგრადის „ბერკუტი“ არ მიიღებს მონაწილეობას კიევში მიმდინარე აქციის დარბევაში.
ამის თაობაზე ინფორმაცია „ტვიტერში“ ევრომაიდნის მხარდამჭერთა მიკრობლოგზე გამოქვეყნდა.
კიროვოგრადის „ბერკუტის“ მეთაურმა ვლადიმირ კაჩურამ უარი განაცხადა მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეცრაზმელების კიევში გაგზავნაზე.