
გიორგი გაბუნიას კითხვაზე, რამდენად შეესაბამება სიმართლეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ ე.წ. "კანონიერი ქურდების" მფარველობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, თეა წულუკიანმა გივი თარგამაძე გაიხსენა და მას "კანონიერი ქურდების მამა" უწოდა.
გიორგი გაბუნიამ კი შეკითხვა იმ კონტექსტში დასვა, რომ უკრაინიდან დეპორტირებული ე.წ. კანონიერი ქურდის, "რემენას" კვალი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გაუჩინარდა.
"კანონიერი ქურდების" მამა და სპეციალისტი, ერთის მეტი, მე არ ვიცი, ესაა გივი თარგამაძე," - განაცხადა წულუკიანმა.