
შუაღამის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც დილამდე დაიკეტა კიევის მეტროს სადგურები, მაიდანზე, კრეშატნიკზე, ევროპის მოედანსა და გრუშევსკის ქუჩაზე 100 ათასი ადამიანი იმყოფება.
ინფორმაციას „ლიგაბიზნესფორუმი“ ავრცელებს. პორტალის ცნობით, სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირები ტრადიციულ ლოცვებს ამ წუთებში აღავლენენ.
ათასზე მეტი მომიტინგე გრუშევსკის ქუჩის პირველ ბარიკადასთანაა შეკრებილი. დაახლოებით ამდენივე ადამიანია ევროპის მოედნის ბარიკადებთან. მაიდანის მისასვლელები დამატებითი ბარიერებითაა გამაგრებული.
შეგახსენებთ, რომ დღეს „ბერკუტმა“ დღის განმავლობაში სამჯერ შეუტია დემონსტრანტებს, დაჭრილია ათზე მეტი ადამიანი, ათეულობით აქტივისტი კი დააკავეს. დაშავებულთა შორის არიან მილიციელებიც.