
„დღეს აპირებენ ევრომაიდნის დაშლას. ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ვერ მოახერხონ. თუ პრეზიდენტი არ დათმობს, ევრომაიდანი შეტევაზე გადავა“,
-ეს განცხადება ვიტალი კლიჩკომ ევრომაიდანზე გამოსვლისას გააკეთა. კლიჩკო მიიჩნევს, რომ არსებული სიტუაციიდან ერთადეღთი გამოსავალი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებია, მაგრამ, მისივე თქმით, იანუკოვიჩთან დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციის ლიდერებმა ვერ მოისმინეს პასუხი ამ მოთხოვნაზე.
ამასთან, კლიჩკომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი მთავრობის დათხოვნას არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ეს რადას რიგგარეშე სხდომაზე უნდა გადაწყდეს. კლიჩკოს თქმით, მოსალოდნელია ასევე რეპრესიული კანონების შეცვლა. ოპოზიციის ლიდერის განცხადებით, მოლაპარაკება გაგრძელდება.