-
2014-01-22 21:08
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ უკრაინასთან მიმართებაში მხოლოდ ვიზების შეზღუდვით არ შემოიფარგლება და „დამატებით ნაბიჯებსაც განიხილავს“.
სახელმწიფო დეპატრამენტის განცხადების ყველაზე მწვავე მონაკვეთს ჟურნალისტი მიროსლავა ღონღაძე აქვეყნებს:
„ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, მიიღოს ისეთი ზომები, რომლებიც წაადგება უკრაინის მომავალს, მათ შორის, შეცვალოს ანტიდემოკრატიული კანონი და დაიწყოს ნაციონალური დიალოგი პოლიტიკური ოპოზიციის ლდერებთან.
აშშ-მა უკვე შეუზღუდა ვიზები ცალკეულ პირებს, რომლებიც ძალადობაზე პასუხისმგებელი არიან და გააგრძელებს შემდგომი დამატებითი ნაბიჯების განხილვას ნებისმიერი მხრიდან ძალადობის გამოვლენის საპასუხოდ“, - ნათქვამია განცხადებაში.