დაპირისპირებამ სპეცრაზმელებსა და დემონსტრანტებს შორის კიევში უკვე გადაინაცვლა პრეზიდენტის რეზიდენციასთან.
როგორც „ესპრესო ტვ“ იტყობინება, ამ დროისთვის პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტიკი შეტაკება ხდება „ბერკუტსა“ და დემონსტრანტებს შორის. ამავე წყაროს ცნობით, იწვის „ბერკუტის“ მანქანები.