-
2014-01-22 19:55
კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე კიდევ ერთი დემონსტრანტი დაიჭრა მძიმედ. შემთხვევა თბილისის დროით დაახლოებით 19:30-ზე მოხდა.
უკრაინული მედია წერს, რომ დემონსტრანტმა კონტუზია მიიღო და გონება დაკარგა, მისი მოსულიერება კი ვერ შეძლეს, რის შემდეგაც ბიბლიოთეკაში გახსნილ სამედიცინო პუნქტში გადაიყვანეს.
დაახლოებით ამავე დროისთვის დასრულდა ოპოზიციის ლიდერების მოლაპარაკება პრეზიდენტ იანუკოვიჩთან, რომელიც სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
მოლაპარაკებაში უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი და სხვა მაღალი თანამდებობის პირებიც მონაწილეობდნენ.
ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გააკეთეს, უკრაინული მედია კი წერს, რომ შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.