-
2014-01-22 19:18
დავოსის მსოფლიო ფორუმი უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით გაიხსნა.
ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს:
„დავოსში, სამუშაო სხდომაზე პატივი მივაგეთ უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნას. ნებისმიერი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია, მშვიდობა იყოს ქვეყანაში“, - წერს შულცი.
აღსანიშნავია, რომ დავოსის ფორუმზე უკრაინის პრემიერმინისტრი აზაროვიც იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე დღეს დილით ორი მომიტინგე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა. მილიცია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტს ამ დრომდე უარყოფს.