
საქართველოს პარლამენტში მომხსენებლის გამოსვლისას ტრიბუნასთან გოგა ხაჩიძე მივიდა და მარჯვენა კუთხეში საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის სახელმწიფო დროშების სამაგიდო ვერსია დადო.
გოგა ხაჩიძის მიერ უკრაინისადმი სოლიდარობის ამ ჟესტის დროს დეპუტატი თვითმმართველობის შესახებ კანონთან დაკავშირებით გამოდიოდა მოხსენებით.
სახელმწიფო დროშების სამაგიდო ვერსია საქართველოს პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის ყველა წევრის პერსონალურ პულტთანაა დადგმული, რითაც „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის ევროინტეგრაციისკენ სწრაფვისადმი.