-
2014-01-22 18:32
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ანდრო ბარნოვი ხელისუფლებას მიმართავს და მას განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდებს.
“მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობა უკრაინასთან და ბიძგი მისცეს ამ მართლაცდა სისხლიანი რეჟიმის სასწრაფო დელეგიტიმაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით!”, - წერს ის.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადება უკვე გააკეთა საქართველოს პრემიერმინისტრმა: „ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას და ვიტოვებთ იმედს, რომ უკრაინის ხელისუფლება და მთლიანად საზოგადოება გამოიჩენს სიბრძნეს და არ დაუშვებს მოვლენათა ძალადობრივ განვითარებას.
გვჯერა, რომ უკრაინელ მეგობრებს შესწევთ უნარი მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით გადაწყვიტონ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის აუცილებელი პოლიტიკური საკითხები“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-09-18 10:04
-
2016-05-18 22:27
-
2016-04-18 01:30
-
2016-02-08 13:30