-
2014-01-22 18:14
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ირაკლი კორძაია თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას უკვე მეორედ ავრცელებს.
„მეგობრებო, სამინისტროსთან დაკავშირებულ საკითხებზე დღეიდან დაუკავშირდით ორ უსაყვარლეს ადამიანს Taia Makharashvili -ს და Tamta Janadze -ეს. მადლობას ვუხდი ყველა იმ ჟურნალისტს ვინც კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად აშუქებდა სამინისტროს სისტემაში მიმდინარე მოვლენებს.
პასკვილიანტ და მატყუარა ჭურნალისტებს მადლობას გადაბრუნებული ფორმით ვეუბნები ორი სიტყვით სოზარ სუბარზე: ერთი წელი ყოველდღიურად ვაკვირდებოდი ამ ადამიანს. მის მაგალითზე დავრწმუნდი, რომ მაღალ თანამდებობაზე ყოფნისას შესაძლებელი ყოფილა შეინარჩუნო ადამიანობა და ადამიანისთვის აუცილებელი ყველა თვისება. მალე დავუბრუნდები ჩემს ძველ საქმიანობას...“, - წერს კორძაია „ფეისბუქში“.
პირველად თანამდებობის დატოვების შესახებ ირაკლი კორძაიამ ასევე „ფეისბუქში“, 2014 წლის იანვრის დასაწყისში დაწერა:
"ახლოვდება ერთი წელი, რაც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში დავიწყე მუშაობა. ზოგიერთი თქვენთაგანისთვის მითქვამს, რომ ამ სამსახურში სწორედ ერთი წლით მოვედი. სიტყვა სიტყვაა. ჰოდა, სიტყვის კაცი ვარ მე", - წერდა მაშინ ირაკლი კორძაია.