-
2014-01-22 11:28
კიევის დროით დილის 7 საათისთვის „ესპრესო ტვ“–მ გაავრცელა ცნობა, რომ ახალგაზრდა ევრომაიდნელი კიევში, მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
თავის მხრივ, ტელევიზია ამ ინფორმაციის გავრცელებისას ევრომაიდნის სამედიცინო ჯგუფის წევრებს დაეყრდნო, რომლებიც აცხადებენ, რომ დაღუპულის ვინაობა დადგენილია და რომ მისი გარდაცვალების მიზეზი სწორედ მიღებული ჭრილობები გახდა. გარდაცვლილი ახალგაზრდა სერგეი ნიგოიანია – ევრომაიდნის ერთერთი აქტიური მონაწილე.
მიღებული აქვს თუ არა დაღუპულს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან, ექსპერტიზა ადგენს. მანამდე კიევში ევრომაიდნის კიდევ ერთი აქტივისტი გარდაიცვალა, რომელიც დაახლოებით 13 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-09-18 10:04
-
2016-05-18 22:27
-
2016-04-18 01:30
-
2016-02-08 13:30