-
2014-10-04 13:20
თბილისში მეტროს რამდენიმე სადგური, მათ შორის, "ვაგზლის მოედანი" და "ვარკეთილი" სასწრაფო წესით დაიკეტა, მგზავრებს ბაქანი და სადგურების შესასვლელი დაატოვებინეს.
როგორც სატრანსპორტო კომპანიაში "აფხაზეთის ხმას" განუცხადეს, გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა მეტროს სადგურ "300 არაგველში". "აფხაზეთის ხმის" ინფორმაციით, იქ უბედური შემთხვევა მოხდა - მამაკაცს მატარებელი დაეჯახა.
კომპანიის განცხადებით, ვაგზლის მოედანი-ვარკეთილის მიმართულებით გადაადგილება მეტროს მატარებლებით დროებით შეუძლებელია, ხოლო მოძრაობა არ შეფერხებულა ვაგზლის მოედნის საბურთალოს ხაზზე.