-
2014-01-22 09:56
დღეს საქართველოში ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ევროკავშირის მხრიდან, ფილიპ ლეფორი ჩამოვა.
12 საათზე დაგეგმილია მისი და მაია ფანჯიკიძის შეხვედრა:
„ბატონი ლეფორი საქართველოში ჩამოვა და გააკეთებს კომენტარს იმ განცხადებაზე, რომელიც ოსურმა მედიამ გაავრცელა", - განუმარტა ჟურნალისტებს ფანჯიკიძემ და დაამატა, რომ საქართველო არასდროს შეურიგდება თავისი ტერიტორიის დაკარგვას:
"მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, რომ საქართველო არასოდეს არ შეეგუება თავის ტერიტორიების დაკარგვას. მე არ ვიცი ფილიპ რეფორის ეს განცხადება, რომელიც ოსური მედიით გავრცელდა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს.
იგი ჩამოდის საქართველოში, რომ დაგვემშვიდობოს, როგორც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში მე დავუსვამ მას ამ შეკითხვას, არის თუ არა სწორი ეს ინფორმაცია რომელსაც ავრცელებს ოსური მედია და რა არის მისი პასუხი, თუკი ეს ინფორმაცია სწორია. მე ინფორმაცია მაქვს, რომ ეს იმედი არ შეესაბამება სიმართლეს,“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, ოსური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფილიპ ლეფორმა აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის სტატუსი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი, რესპუბლიკის ხალხის მიერ დიდი ხანია განსაზღვრულია და ამას ყველა უნდა შეეგუოს.