-
2014-01-22 09:49
კიევის ევრომაიდნის აქტივისტი, საზოგადო მოღვაზე იგორ ლუცენკო, რომელიც ორი დღის წინ რეანიმაციის განყოფილებიდან გაიტაცეს, სასტიკადაა ნაცემი.
ლუცენკოს ჩამსხვრეული აქვს კბილები, დაზიანებული აქვს თვალი და მიღებული აქვს ტვინის შერყევა. ამ დროისთვის ლუცენკოს ექიმები დახმარებას უტარებენ და მასთან მხოლოდ მეუღლეა.
კლინიკა „ბორისის“ მედიკოსები ამბობენ, რომ აქტივისტის მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. მათი თქმით, ერთ ვიდეოკამერას ლუცენკოს გადასაღებად დაახლოებით ერთი საათის შემდეგ შეუშვებენ პალატაში.