კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები რამდენიმე წუთის წინ ”კავკასუს ონლაინის’’ შენობაში შევიდნენ. უცნობია, რას ეძებენ სამართალდამცველები და რა მუხლით მიმდინარეობს კვლევა.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება ,,კავკასუს ონლაინის’’ სერვერებიდან ბავშვთა პორნოგრაფიული მასალების ატვირთვას, რის სანაცვლოდაც, სავარაუდოდ, კომპანია თანხას იღებდა.
ორგანიზაციაში კრიმინალური პოლიციის შესვლასთან დაკავშირებით და გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება გაკეთდა "კავკასუს ონლაინში". ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ისინი პასუხისმგებლობას არ იღებენ სერვერებზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
წყარო:,,რუსთავი 2"