-
2014-01-22 03:45
ექსპერტი კახი კახიშვილი წერს, რომ „ქართული ოცნება“, სინამდვილეში მერის არჩევისთვის საჭირო ბარიერს კი არ ზრდის, არამედ ამცირებს.
ამის დასტურად კახიშვილს მოჰყავს საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონი, სადაც წერია, რომ მერი არჩეულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მხარს დაუჭერს არჩევნებში მონაწილეთა არანაკლებ 50%:
„საქართველოს პარლამენტის მიერ, პირველი მოსმენით მიღებული ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 169 მუხლის მე 2 პუნქტის შესაბამისად, მერის არჩევნებში არჩეულად ჩაითლება ის კანდიდატი, რომელმაც მიიღო სხებზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ არჩევნებში მონაწილეთა 50%.
საინტერესო სიტუაციაა, პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო 50% ბარიერი, ამის შემდეგ უმრავლესობა აცხადებს, რომ მზად არის გაზარდოს ბარიერი 40%, გამოდის, რომ უმრავლესობა ბარიერს კი არ ზრდის 30% დან -40%, არამედ ამცირებს 50% (პირველი მოსმენით მიღებულს) 40% მდე“, – წერს კახი კახიშვილი.
