
ყოფილი პარლამენტარი, იურისტი ვალერი გელბახიანი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც ქვეყანას არეულობით ემუქრება.
„ევროსაბჭოს რეზოლუციას აქვს რეკომენდაციული ხასიათი, თუ რეკომენდაციას არ გაითვალისწინებს შეიძლება ამას მოჰყვეს სანქცია, შეიძლება ეს იყოს ეკონომიკური, ან პოლიტიკური სანქციები.
საქართველოს მიმართ მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, როცა ევროსაბჭოს რეკომენდაციების არშესრულების შემთხვევაში მათ სანქცია დაეწესებინოთ. ერთი რამ ფაქტია, ყველა მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც საქართველოში ჩამოვა, პირველ მოთხოვნას დააყენებენ, რატომ არ არიან გამოშვებული ციხიდან, რეზოლუციაში მოხვედრილი ადამიანები.
ყველა საერთაშორისო დონის შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან საუბრისას, იქნება საკითხი ასე დაყენებული, მხოლოდ მას შემდეგ განვიხილავთ ამა თუ იმ პროექტს, თუ ციხიდან იქნებიან გამოშვებულნი მერაბიშვილი, ახალაია და ა.შ.
ვიღაცამ იარაღი აიღოს ხელში და ტყეში წავიდეს, დარწმუნებული ვარ, მეორე დღეს, ამ ხელისუფლებაზე განაწყენებული 5000 კაცი შეუერთდება. მე ვლაპარაკობ თეორიულ ვერსიაზე...
რა თქმა უნდა, მოვლენები იმ სცენარით არ განვითარდება, რაც იყო 90-იან წლებში, მაგრამ ქვეყნის წინაშე არსებობს უამრავი საფრთხე და ამ თემაზე ცალკე ინტერვიუს მოგცემთ.
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციები არის ძალიან საგანგაშო, თუ რა ხდება სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში, ეს იმაზე დიდი საფრთხეებია, ვიდრე ის, რაც დღეს ხდება პეკინის #34-ში, როცა “თავისუფალი ზონა” და “თავისუფალი თაობა” ერთმანეთს დაუპირისპირდა.
მონაგონი იქნება ეს დაპირისპირება იმასთან, რაც შეიძლება ამ რეგიონებში უახლოეს მომავალში ვიხილოთ", - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.
„ალია“