-
2014-10-02 13:52
სებასტიან ბასკულესი ფრანგულ გვიანაში ცხოვრობს და ბავშვებს მათემატიკას ასწავლის.
36 წლის სებასტიანს ათი წლიდან ერთი უცნაური გატაცება აქვს - გველებს შიშველი ხელით იჭერს.
თუ ვინმეს სახლში გველი შეეჩვეოდა, სებასტიანი იჭერდა და ადამიანის საცხოვრებლისგან შორს ათავისუფლებდა. ამ საქმეს დღესაც აგრძელებს.
ერთ დღესაც მას მეგობარმა დახმარება სთხოვა. თურმე ანაკონდას მისი შეყვარებულის ძაღლი გადაუყლაპავს და სადღაც იქვე, სახლთან ახლოს მოკალათებულა.
სებასტიანმა ანაკონდას იქვე ჭაობში მიაგნო, ოღონდ გველი იმაზე ბევრად დიდი აღმოჩნდა, ვიდრე მას წარმოედგინა - მოგვიანებით, რომ დაიჭირეს და გაზომეს, ანაკონდა სიგრძეში 6 მეტრზე მეტი იყო და 80 კილოგრამამდე იწონიდა.
სებასტიანმა მაინც მოახერხა მისი დაჭერა და თავზე ტომარა ჩამოაცვა. სებასტიანი თქმით, "ასეთ მდგომარეობაში ანაკონდა ჩვეულებრივი, დიდი მატლივით უსაფრთხოა", ასევე ფიქრობენ მისი შვილებიც და უშიშრად ეფერებიან გველს.
ანაკონდას ძაღლი ჯერ არ ჰქონდა მონელებული და მუცელი ტანის შუა ნაწილში ორსული ქალივით ჰქონდა გამობერილი.
იმ საღამოს სებასტიანმა გველის გათავისუფლება ვერ მოასწრო და საკუთარი სახლის აბაზანაში დააბინავა. მეორე დღეს კი დასახლებული ადგილებიდან შორს, მდინარის ნაპირთან მიიყვანა მანქანით და წყალში გაუშვა.
ვიდეოს ბოლოს სებასტიანი ამაყად ამბობს, რომ გველების ჭერა უკეთ ეხერხება, ვიდრე ინგლისურად ლაპარაკი.
zooclub.ge