
სააპელაციო სასამართლოში დღეს, "თელასის" მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობისთვის გასამართლებული გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ადვოკატები საჩივარს შეიტანენ . ადვოკატები ასაჩივრებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც ნიკა ჩემიასა და გია გვიჩიანს უვადო პატიმრობა მიესაჯათ.
ჭკადუას ინფორმაციით, საჩივარი ახალი გარემოებებიდან გამომდინარე იწერება, რაც გულისხმობს სისხლის სამართლის საქმეში დნმ-ის პასუხის დამალვას პროკურატურის მხრიდან, ასევე, მოწმეთა შეცვლილ ჩვენებებს.
გვიჩიანის საქმესთან დაკავშირებით, გენერალურმა პროკურატურამ 2013 წლის იანვარში განცხადებაც გაავრცელა, სადაც საუბარია საქმეში ამერიკაში ჩატარებული დნმ-ს დასკვნის გაუთვალისწინებლობაზე.