
თენგიზ ფულარიანის შესრულებული სიმღერა, რომელსაც იცნობენ სახელწოდებით "დავბრუნდებით აფხაზეთში" სინამდვილეში 1997 წელსაა შექმნილი და მასზე კლიპიც გადაიღეს.
სიმღერა ავტორმა გიორგი ბარამაშვილმა დაწერა, ზურაბ ჟვანიას თხოვნით. მოგვიანებით ეს სიმღერა თვითნებურად გადაკეთდა და სოციალურ ქსელებში ცნობილია, როგორც "დავბრუნდებით აფხაზეთში".