
თენგიზ ფულარიანის სიმღერამ "დავბრუნდებით აფხაზეთში" არავინ დატოვა გულგრილი. არაპროფესიონალი მომღერლის მიერ დაწერილი სიტყვები განსაკუთრებით გულშიჩამწვდომია დევნილებისთვის.
"აფხაზეთში მეომარი, მეც დავკარგე მეგობარი,
მისი სახე თქვენც კი გემახსოვრებათ..." - მღერის ის, ხოლო იმას, რასაც ვერ ამბობს, ასევე არაპროფესიონალის მიერ გადაღებული მისი თვალები ამბობენ.
"სოხუმელი კაცი ვიყავ,
სოხუმელი აღარ ხარო,
ჩემს მიწაზე გამიმწარეს ცხოვრება,
საქართველოში მიწოდეს
დევნილი და უსახლკარო,
შენ დაგარქვან - როგორ მოგეწონება?", - სიმღერაში ასეთი სტროფიცაა.