
დღეს თბილისის ტელეანძა გამოირთვება. ეს თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
დედაქალქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ ტელეანძა გამოირთვება ქალაქისთვის არსებული სხვა პრობლემების მოსაგვარებლად:
„როგორც ცნობილია, ქალაქ თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ არ დაამტკიცა ქალაქ თბილისის ბიუჯეტი, ამაში იყო მიზეზები პოლიტიკური ხასიათის და ყურით მოთრეული მიზეზები, მათ შორის იყო, მაგალითად, თბილისის ტელეანძის განათება.
მათ სურდათ, პრობლემები შეექმნათ მერიისთვის, მაგრამ პრობლემები შეუქმნეს თბილისის მოსახლებას, შესაძლოა შეჩერდეს ძალზედ მნიშვნელოვანი პროექტები, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, გამოვრთოთ ტელეანძის განათება და მოვაგვაროთ ამ სახსრებით სხვა პრობლემები“, - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.