
დაახლოებით 01:00 საათზე თბილისში, პეკინის ქუჩაზე ქალი დაჭრეს, - ინფორმაციას და კადრებს შემთხვევის ადგილიდან "correspondent.ge" ექსკლუზიურად ავრცელებს. ინციდენტს შემთხვევით შეესწრო გამოცემის წარმომადგენელი ზაზა სვანაძე, რომელმაც დაჭრილი ქალი მობილურით გადაიღო.
როგორც კადრებიდან და დაზარალებულის ნაამბობიდან ირკვევა, მოძალადე მამაკაცი მას ფეხდაფეხ მიჰყვებოდა, შემდეგ კი ჩანთის წართმევა სცადა. მას შემდეგ, რაც ქალმა ჩანთა არ დათმო, მამაკაცმა დანა ამოიღო და ქალს მარცხენა ხელზე დაუსვა, დაზარალებულს მცირე ნაკაწრი ყელზეც დარჩა.
ძარცვის მცდელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი მიიმალა. ქალმა მარცხენა მაჯაზე მიიღო ჭრილობა, თუმცა, შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოჩენილა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა, მანამდე კი დაზარალებულს პირველი სამედიცინო დახმარება მოქალაქეებმა აღმოუჩინეს. დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.