SOS!!! პროტესტი კანცელარიის წინ: "შესაძლოა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულდეს..."

Image

ნიკა ჩერქეზიშვილმა გადაწყვიტა, სამსახურიდან გათავისუფლების გამო პროტესტი მთავრობის კანცელარიის წინ პლედისა და კარვის გარეშე, 24-საათიანი დგომით გამოხატოს.

 

აქციის დაწყებამდე მან "ფეისბუქის" საკუთარ კედელზე სტატუსი დატოვა, რომელსაც ამ მასალის გამოქვეყნების დროისთვის უკვე 500-დე გაზიარება აქვს.  

 

როგორც ნიკა ჩერქეზიშვილის სტატუსით ირკვევა, მან სამართლიანობის აღდგენა ვერ მოახერხა და ერთადერთ გზად პროტესტის იმ ფორმით გამოხატვა მიიჩნია, რაც კანცელარიის წინ დგომითა და სამსახურში დაბრუნების მოთხოვნით გამოიხატება. თუმცა, მანამდე მან ყველა სამართლებრივი და ცივილური გზა გაიარა. მისივე სტატუსიდან ჩანს, რომ მის ინტერესებს სასამართლოში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" იცავდა. 

 

ნიკა ჩერქეზიშვილი მოქალაქეებს თანადგომისკენ მოუწოდებს, ასევე, ხაზს უსვამს, რომ ეს პირადად მისი, მოქალაქის პროტესტია და არცერთი პოლიტიკური გაერთიანება მის უკან არ დგას. 

 

"აფხაზეთის ხმა" უცვლელად აქვეყნებს ნიკა ჩერქეზიშვილის სტსტუსს და დასძენს, რომ კანცელარიასთან, ერთი ადამიანის საპროტესტო აქციის მხარდასაჭერად უკვე მივიდნენ მოქალაქეები, რასაც მათ მიერ "ფეისბუქზე" ატვირთული ვიდეოც ადასტურებს. 

 

"უაღრესად მნიშვნელოვანი!

 

შესაძლოა, დაიბადო გეტოში, ქალაქის ერთ-ერთ ღარიბ გარეუბანში და თითქმის მთელი ბავშვობის, მოსწავლეობისა და სტუდენტობის პერიოდი გაატარო ისეთ პირობებში, მუყაოს ყუთში ცხოვრებაზე უკეთესი რომ არ არის.

 

გეძინოს იატაკზე და ფეხმორყეული სკამი გიწევდეს მაგიდის მაგივრობას. ელექტროენერგია არ გქონდეს და ლამპის შუქზე გადიოდეს ღამეები, მინების ნაცვლად წებოვანი სკოჩი გქონდეს გაკრული ფანჯრებზე და კიდევ ათასი მსგავსი რამ...

 

აი, ამ სიღატაკეში, გაჭირვებასა და გარშემო არსებულ ძალიან დამთრგუნველ პირობებში შეძლო და ისწავლო ისე, რომ წარმატებით დაამთავრო სკოლაც და უნივესიტეტიც. გარემოში, სადაც ღრმა ბავშვობიდან კრიმინალობა უნდა ყველა ბიჭს. სადაც ყოველდღე გიწევს იჩხუბო ან შეურაცხყოფა მოითმინო მხოლოდ იმისთვის, რომ სწავლობ და ეს ამ გარემოსთვის მიუღებელია, ე.წ. შკოლნიკობაა და ა.შ.

 

გაუძლო იმასაც, რომ თურმე უკვე თავის ტვინში სიმსივნეჩაბუდებული დედაშენი საშინლად წვალობს, რათა შენ უნივერსიტეტში წასასვლელი ფული გქონდეს. უნივერსიტეტში, სადაც უფულობის გამო, როცა დედა ავად იყო და ვერ ახერხებდა მუშაობას, ნახალოვკიდან მაღლივ კორპუსამდე უამრავჯერ ასულხარ ფეხით. სადაც სტუდენტობისას, სწავლის პარალელურად, ოჯახის დასახმარებლად მუშაობ მტვირთავად ტუშონკების ცეხში, ზელ ბეტონს სხვადასხვა სამშენებლო ობიექტზე, ეზიდები თორმეტკილოგრამიან ბლოკებს, ტეხ ღამეებს სტაიანჩიკად მუშაობისას, დილით კი დაღლილი და გამოუძინებელი მიდიხარ უნივერსიტეტში.

 

შემდეგ გაივლი ასობით კონკურსს, სადაც თითქმის ყველგან გადალახავ ტესტირების საფეხურს, მაგრამ იქ გხვდება დიდი ბუა - გასაუბრება და ნეპოტიზმით დაავადებულ ქვეყანაში, დასაქმების არანაირი შანსი არ გაქვს. სადაც, უამრავი მცდელობის შემდეგ, როგორც იქნება, გააღწევ ერთ-ერთი კონკურსიდან, იმუშავებ ასე თორმეტი წლის განმავლობაში და ეტაპ-ეტაპ ახვალ გარკვეულ დონემდე, საიდანაც უკვე შეგიძლია ადამიანური პირობები შეუქმნა მოხუცებულ მშობლებს, მცირეწლოვან შვილს და უცებ, შესაძლოა გამოჩნდეს ოთხი-ხუთი კაცი, ვისაც საკუთარი მამისა თუ ბიძის კანტორა ჰგონია ადმინისტრაციული ორგანო, რომელთაც ვიღაცის დაუდევრობით ჩაუვარდათ ხელში ძალაუფლება, მას ბოროტად იყენებენ და უსამართლოდ გათავისუფლებენ სამსახურიდან.

 

ისევ შენი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს არაცივილური (აქციები, შიმშილობა) მეთოდებით საკუთარი სიმართლის ძიება, მიმართავ ჯერ მინისტრს, მერე პრემიერმინისტრს, სასამართლოს და ვერსად იპოვი სიმართლეს.

 

სადაც სამსახურიდან გამოგდების წინ გეტყვიან, რომ ვერაფერს იზამ, რომ შანსი არ გაქვს შენი სიმართლე დაამტკიცო, რადგან ყველგან ესენი არიან, ყველგან დაგხვდებიან და ეს ვარლამ არავიძის დამცინავი ღიმილი...

 

ქვეყანაში, სადაც უკვე ძალიან მიჭირს გაძლება, გავდივარ ქუჩაში!

 

სირცხვილია ისე ბნელოდეს ქვეყანაში, რომ ერთი კაციც კი არ გამოჩნდეს პასუხისმგებელ პირებში, ვინც გაარჩევს თეთრს შავისგან და იტყვის, რომ ორჯერ ორი ოთხია, ოთხი!.. და არა სამოცდაშვიდი ან ასოთხმოცდათვრამეტი.

 

ამ ნაწერის დასაწერად არ დამჭირვებია ღამეების თენება, რადგან ეს ყველაფერი ტვინში მაქვს და ძილშიც არ მავიწყდება.

 

ბუნებრივია, ამ სტატუსში ვერ ამოვწურავ სამსახურიდან ჩემი გათავისუფლების თემას, ამიტომ ამაზე ცალკე და დაწვრილებით ვილაპარაკებ სხვა ფორმატში. ოფიციალური კომენტარი შეუძლია გააკეთოს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ". ეს ორგანიზაცია იცავდა სასამართლოში ჩემს ინტერესებს.

 

ვიცი, რომ ახლა საშინლად ყინავს ქუჩაში, მინუს ტემპერატურაა და ჩემი სუსტი ჯანმრთელობით, ალბათ, მაქსიმუმ ოთხ-ხუთ დღეს გავძლებ იქ, მაგრამ ასეთი ოთხი-ხუთი დღის სიცოცხლეც კი მირჩევნია სიბერემდე მუხლებსა და უკანალზე გამობერილი ბამბის შარვლით ოთახიდან ოთახში სიარულს.

 

!!!!!!! - ეს არის აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია, ყოველმხრივ! ისეთი, რომ იქ, სადმე დაგდებულ კენჭსაც კი არ მივარტყამ ფეხს. ასევე, მინდა ვთხოვო ყველა იქ მომსვლელს, რომ გაიზიაროს ჩემი დამოკიდებულება და არავითარ შემთხვევაში არ დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი. ეს არის ჩემი პასუხი შესაძლო პროვოკაციებზე.

 

ეს არის მხოლოდ ჩემი, ნიკა ჩერქეზიშვილის, პიროვნული გადაწყვეტილება და მას არანაირი პოლიტიკური სარჩული არ გააჩნია! არცერთი პოლიტიკური ძალა არ დგას ამ ყველაფრის უკან! გამოვთქვამ იმედს, რომ არც არავინ ეცდება შექმნილი მდგომარეობის სათავისოდ გამოყენებას და საკუთარ წისქვილზე წყლის დასხმას. მინდა ადამიანური, კონსტრუქციული დიალოგი მეორე მხარესთან და შუამავალი არ მჭირდება.

 

ძალიან მნიშვნელოვანი: არ მჭირდება მოჩვენებითი თანაგრძნობა და პურიტანული სამძიმრები. გთხოვთ, ნუ დამიწერთ კომენტარებში ცრემლიან სმაილებს და ა.შ. მჭირდება რეალური თანადგომა, თუ ვინმე გულწრფელად შეწუხდება ამ ყველაფრით და არ იქნება მისთვის სულერთი ის, რაც ხდება.

 

მოთხოვნა: დამიბრუნონ, რაც უკანონოდ წამართვეს - სამსახური, რადგან გუშინ არ ჩამოვფრენილვარ ციდან და დღეს არ ვითხოვ დასაქმებას. ეს არის ჩემი და მთლიანად ჩემი ოჯახის მრავალწლიანი წვალების შედეგი. სხვანაირად ვერ ვიპოვიდი საკუთარ თავში მორალურ უფლებას მომეთხოვა რამე, რადგან ქვეყანაში ჩემ გარდა ათასობით უმუშევარია და ნამდვილად არ მგონია, ვინმეზე რამით მეტი ვიყო.

 

თითქმის წელიწადნახევარია, გავდივარ სხვადასხვა კონკურსებზე და მიუხედავად ნაჩვენები დადებითი შედეგებისა, ვერ ვიწყებ მუშაობას, იმის გამო, რომ გაფუჭებული და გაშავებული მაქვს პირადი საქმე. ამ მოცემულობით, ფაქტობრივად, შანსი არ მაქვს, რომ დავსაქმდე და ვაკეთო ის საქმე, რაც მიყვარს და რაც კარგად ვიცი.

 

მოკლედ, გავდივარ და ვდგები სახელმწიფო კანცელარიის წინ და ტრაქტორსაც რომ გამომაბან, ვერავინ დამძრავს იქიდან, ვიდრე ჩემი სამართლიანი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. გავდივარ შიშველი ხელებით, საკვების, კარვის, პლედისა და ყოველგვარი, სხვა ასეთ პირობებში აუცილებელი საჭიროებების გარეშე. მივალ და დავდგები უბრალოდ, როგორც ზევით უკვე აღვნიშნე, აბსოლუტურად მშვიდობიანი ფორმით!

 

მეგობრებო, შესაძლოა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულდეს, რადგან არ ვხუმრობ. რთული გასააზრებელი არ არის, რა შეიძლება მოჰყვეს ასეთ ამინდში ოცდაოთხი საათით ღია ცის ქვეშ დგომას და კაცმა არ იცის, ეს ოცდაოთხი საათი რამდენად იქცევა კიდევ. ამიტომ, გთხოვთ, ნუ იქნებით გულგრილები, რადგამ ამ საერთო გულგრილობამ უკვე ძალიან ბევრჯერ დაალაქავა ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის ისტორია. ერთ კაცის უგულებელყოფა ადვილია და ბევრის - შეუძლებელი.

 

გთხოვთ ყველას, რომ გააზიაროთ ეს პოსტი, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს და პირველს და მეორეს თუ არაფერი შეუძლია, იქნებ, მესამემ და მეოთხემ მიიტანოს გულთან.

 

ყველა სიკეთე..."

 

შენიშვნა: ფოტოსურათი თემატურია და არ ასახავს სტატიაში აღწერილ ამბავს

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !