
უკრაინის შსს აცხადებს, რომ კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე მიმდინარე შეტაკებების დროს 20 მილიციელი დაშავდა.
თავის ქალის დახურული ტრამვები, მოტეხილობა, სხვადასხვა სახის დაზიანებები და უცნობი ნივთიერებით მოწამვლა – ამ დიაგნოზს ახმიანებს უკრაინის შსს, როცა განცხადებაში მილიციელთა დიაგნოზზე წერს.
შინაგანი უწყების ინფორმაციით, ოცამდე მილიციელი ჰოსპიტალიზებულია, მათგან ოთხი კი მძიმე მდგომარეობაშია.
უკრაიუნული მედიის ცნობით, ამ დროისთვის გრუშევსკიზე მილიციელები აქტიურ ქმედებებს არ მიმართავენ, თუმცა ხმოვან–მანათობელ ყუმბარებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებენ. ამავე დროს, უკრაინული მედია იტყობინება, რომ მომიტინგეებმა რამდენჯერმე გამოიყენეს მილიციელთა წინააღმდეგ „მოლოტოვის კოქტეილები“.