
კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.
სპეცავტომანქანების მეშვეობით „ბერკუტმა“ მომიტინგეებზე წყლის ჭავლი დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში მიუშვეს. ამ დროისთვის პოლიცია ევრომაიდნელების წინააღმდეგ ხმოვან ასაფეთქებელ ყუმბარებს იყენებს.
კიევში ამ დროისთვის ტემპერატურა ნულს ქვემოთ 5 გრადუსია. იმ დემონსტრანტების ტანსაცმელი, ვინც წყლის ჭავლის ქვეშ მოჰყვა, ყინულის ლოლუებით დაიფარა.
გრუშევსკის ქუჩისკენ „ბერკუტის“ დამატებითი რაზმები გადაისროლეს. სამართალდამცველები დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზსაც იყენებენ.