
კიევში მდგომარეობა ყოველ წუთს იცვლება უარესობისკენ. ამ დროისთვის უკრაინის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში სრული ქაოსი სუფევს.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ევრომაიდნელებმა გრუშევსკის ქუჩაზე, მინისტრთა კაბინეტის შენობასთან მდგარ სპეცრაზმელებს შეუტია. ისმის აფეთქებებისა და სროლის ხმა.
უკრაინული მედია იუწყება, რომ ოპოზიციის ერთერთმა ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ აქტივისტების დაშოშმინება სცადა, მაგრამ უშედეგოდ: აქტივისტებმა „ბერკუტზე“ შეტევა გააგღზელეს.
ისინი ბერკუტელების ავტობუსის გადაბრუნებას ცდილობდნენ. აქტივისტთა ნაწილი შეიარაღებულია ფარებით, ხელჯოხებითა და, აქა–იქ, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებითაც. შეტაკებები გრძელდება.