
ამ დროისთვის კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირებაა „ბერკუტსა“ და ევრომაიდნის დემონსტრანტებს შორის.
დაპირისპირება ვალერი ლობანოვსკის სახელობის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა უკრაინის უმაღლესი რადისა და მინისტრთა კაბინეტის შენობებისკენ გაჭრა სცადეს.