-
2014-09-18 23:48
აბაშიძის ქუჩაზე მოკლული ლაშა მახარაძის დედა, რომელიც დღეს საქალაქო სასამართლოში ლაშა მახარაძის მეგობრის, თენგიზ ერისთავისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მის ახლობლებთან ერთად აპროტესტებდა, ამბობს, რომ ციხეში უდანაშაულო ადამიანი გაუშვეს.
„ისე მიდის საქმე , უკვე ყველაფერია მოსალოდნელი ამ სახემწიფოსგან. ოქროპირიძე რომ ყავდათ დაჭერილი თვენახევრის წინ ვაკის პოლიციაში, ტელევიზიის გვერდით, რატომ გამოუშვეს? დაჭრაზე ყავდათ. კაცი გამოვიდა და „ბლატაობდა“ ეს არაკაცი, რომ მეო, იარაღზე "მწვანე" მაქვს, გამოვიდა და "მწვანედ", ლამაზად მომიკლა შვილი, აი ასეთი ხალხის გვერდში დგას პოლიცია და ვინც არ არის დამნაშავე იმათ ტენიან ციხეში. ამას მგონი უკვე „ნაციონალებიც“ აღარ აკეთებდნენ და ისინი იყვნენ უკვე ჭკუაზე მოსულები“,- განაცხადა ლაშა მახარაძის დედამ.