
თბილისში, ვაშლიჯვარში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან ამ წუთებში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.
განახლებულია: 17:19
მიმდებარე ტერიტორია და ბანკის ფილიალის მისადგომები გადაკეტილია საპატრულო პოლიციის მიერ.
ამასთან, ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა ბანკის ფილიალს თავს დაესხნენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
რადიო „აფხაზეთის ხმის“ საინფორმაციო სამსახურს შსს–ს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მიმდინარეობს ფილმის გადაღება და არანაირი შეიარაღებული თავდასხმა არ მომხდარა.