-
2014-01-19 15:01
საქართველოში ამერიკელ სენატორთა და კონგრესმენთა ვიზიტზე კომენტარი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა:
„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველო ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების ვიზიტს ხვდება იმ ვითარებაში, როცა გრძელდება რეპრესიები ოპოზიციის წინააღმდეგ, როცა საქართველოს ხელისუფლებას მოდუნებული აქვს ყურადღება რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული წნეხის წინააღმდეგ.
ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულმა პარტნიორებმა ჩვენგან მოისმინეს ყველასთვის ცნობილი პოზიცია, რომ ხელისუფლება უნდა იყოს ფოკუსირებული არა ოპონენტების დევნაზე, ციხეში მათ ჩასმასა და ღამით ტომრების ჩამოცმით საკნიდან გამოყვანაზე, არამედ ქვეყნის სრატეგიული ამოცანების გადაწყვეტაზე და ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტაზე, რასაც, სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვხედავთ“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების დელეგაცია იმყოფება. დელეგაციის წევრები თავდაპირველად „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდნენ და პარტიის ლიდერებს შეხვდნენ.