
„რუსთავი2“–ის ეთერში გიგა ბოკერიამ და ზვიად ძიძიგურმა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.
ზვიად ძიძიგური უარყოფს მოსაზრებას, რომ ხელისუფლებამ მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებული საქმის გადაფარვის მიზნით წამოიწყო საუბარი დავით კეზერაშვილის საქმეზე, ხოლო გიგა ბოკერია საზოგადოებას ახსენებს, რომ მედიასთან შეხვედრის დროს პრემიერმინისტრმა პირდაპირ განაცხადა: „ყველა საუბრობს მერაბიშვილზე, მოდით, ახლა ვისაუბროთ კეზერაშვილზე“.