ლუდის დალევისთვის პატრულმა პენსიონერი 150 ლარით დააჯარიმა - ხმაური იტალიურ ეზოში (ვიდეო)

Image

თბილისის ცენტრში მდებარე იტალიურ ეზოში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა საპატრულო პოლიციის მიერ პენსიონერი მამაკაცისთვის 150 ლარიანი ჯარიმის გამოწერას ეზოში ლუდის დალევის გამო. დაპირისპირების განსამუხტავად ადგილზე პოლიციის კიდევ ორი ეკიპაჟი მივიდა.

 

მეზობლები აცხადებენ, რომ პატრულმა პენსიონერი, რომელსაც მარკეტში ნისიად აღებული ერთი ბოთლი ლუდი ეჭირა ხელში და ეზოში შესასვლელ თაღთან სვამდა, ქუჩიდან შენიშნეს და მასთან მივიდნენ. მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ დაჯარიმებას უპირებდნენ, მამაკაცი ეზოში შევიდა, პოლიციელები კი მას სახლში შესვლის ნებას არ აძლევდნენ.

 

ხმაურზე გარეთ მამაკაცის მეზობლები გამოვიდნენ. ოცდაათამდე ადგილობრივი პოლიციელთა მოქმედებას აღშფოთებით შეხვდა. მეზობლების თქმით, ამის შემდეგ პოლიციელებმა დამატებით ორი ეკიპაჟი გამოიძახეს. ერთერთმა პოლიციელმა პენსიონერ მამაკაცს ხელი გადაუგრიხა, როცა ის კიბეზე ასვლას და სახლში შესვლას ცდილობდა.

 

ინციდენტის თვითმხილველი, პენსიონერის მეზობელი მამაკაცი ამბობს, რომ დაინტერესდა, რა კრიტერიუმის მიხედვით გამოუწერეს ჯარიმა 150 ლარი პენსიონერს, რომელსაც პენსია 155 ლარი აქვს, ხოლო საარსებო მინიმუმი 160 ლარს უტოლდება, მით უმეტეს, რომ აღნიშნული სამართალდარღვევისთვის (ალკოჰოლის მიღება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას) ადმინისტრაციული კოდექსი 50-დან 150 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

 

მისი განცხადებით, შესაბამისი შეკითხვით იმ პოლიციელს მიმართა, რომელიც ოქმს ადგენდა, პასუხად კი მიიღო: "ეს ჩემს დილიხორზეა, თუ არ მოგწონს, წადი და კრემლში მიჩივლე...".

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !