
პოპულარული გაზეთი „24 საათი“ დაიხურა. ინფორმაციას „რეზონანსი“ ავრცელებს.
გაზეთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მისი დახურვა რებრენდინგს უკავშირდება და ამ ეტაპზე სხვა მიზეზს არ ასახელებენ.
"გვსურს, რომ რაღაც შევცვალოთ, ანუ მოხდეს გაზეთის რებრენდინგი", – აცხადებს „რეზონანსთან“ საუბარში პაატა ვეშაპიძე.
გაზეთის დახურვის ფაქტს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მწვავე სტატუსით ეხმიანება „რუსთავი2“–ის დილის გადაცემის პრესის მიმომხილველი, ჟურნალისტი ოთარ ქირია, რომელიც წერს:
„გაზეთი 24 საათი დაიხურა...
1. ცუდია, რომ პოლიტიკა ასეა შეჭრილი მედიასაშუალებების ფუნქციონირებაში.
2. ცუდია, რომ მედიასაშუალება დიდი დოზითაა დამოკიდებული სხვა რამეზე გარდა ჟურნალისტიკისა.
3. ცუდია, რომ შესანიშნავი გუნდი დაიშალა.
4. ცუდია, რომ ერთი ბრენდი გაქრა“.