
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთ–საქართველოს საზღვარმა გაგრის რაიონის სიღმეში გადმოიწია და ბაღრიფშის დასახლებასთან აღმოჩნდა.
საქართველო–რუსეთის სახელმწიფო საზღვარი, რომელსაც ოკუპანტები და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები „აფხაზეთ–რუსეთს შორის სახელმწიფო საზღვრად“ მოიხსენიებენ, 2014 წლის 20 იანვრიდან 21 მარტამდე იმოქმედებს.
სავარაუდოდ, ზომები სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩატარების საკითხს უკავშირდება. ახალი „სახელმწიფო საზღვრის“ დადგენის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მოხვდა აფხაზეთის რვა დასახლებული პუნქტი: ბაღრიფში, ხაშსი, ხიშხა, მახადირი,მკლიალრიფში, ლაპსტახა, გიაჩრიფში და ცანდრიფში.