რატომ ვთქვი უარი კულტურის მინისტრობაზე

Image

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე „ფეისბუქის “ საკუთარ გვერდზე მწარე ხუმრობანარევ ჩანახატს აქვეყნებს:

 

 

„რატომ ვთქვი უარი კულტურის მინისტრობაზე და რატომ არ ამიხდა ოცნება

 

(ნახევრად ხუმრობით)

 

ცოდვა გამხელილი სჯობს. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი მინისტრობაზე. ნებისმიერი უწყების მინისტრობაზე. აი, მაგალითად, სიამოვნებით გავხდებოდი კულტურის მინისტრი. პირველად ამის შესახებ ჩემი ბავშვობის მეგობარს დავით ჯანდიერს გავენდე.

 

,,რატომაც არა“ - მითხრა მან. მე როცა საქართველოს პრეზიდენტი გავხდები, დამჭირდება შენნაირი კულტურის მინისტრიო. შემდეგ რომ გავიზარდეთ და თავად გახდა მინისტრის მოადგილე (იუსტიციის მინისტრის) მივწერე კიდეც, შენ ისე დაიწყე მემგონი მართლა გავხდები კულტურის მინისტრი.

 

,,რატომაც არა“ მომწერა ზუსტად ის სიტყვები, რომელიც 20 წლის წინ მითხრა და აი, ვიცდი ამდენი ხანია და მინისტრი ვერ ვხდები. არადა წარმოვიდგინე ვარ მინისტრი. წარმადგინეს. პირველ ზარს ვაკეთებ დედაჩემთან, არა იმიტომ რომ “დედიკოს ბიჭი„ ვარ, უბრალოდ მგონია, რომ ყველაზე გულწრფელად მას გაუხარდება. ,,დედა მე მინისტრი ვარ! მი-ნი-სტრი .... „

 

- მოიცა, არ გამითიშო.. ეზოში გავალ (პაუზა) .. უიიი მინისტრი ხარ? ესე იგი მინისტრი ხარ. მინისტრი გახდი. ანუ მინისტრი გახდები“ მივხვდი, რომ გვერდით მეზობლებს შამუგიებს და მარუაშვილებს აგონებს. ,,ნუ იხარჯები დედა, ყველა არხი გადმოსცემს და ისედაც გაიგებენ“ - ვამშვიდებ მე.

 

ამის შემდეგ ვჯდები მინისტრის სავარძელში და ვჩურჩულებ მე მინისტრი ვარ.. მე მინისტრი ვარ... ამისთვის მე ათეულობით წელი ვიცდიდი, მაგრამ (აქ თამთა ცხვიტავას ხმით და წამღერებით) არაფერს არ ვნანობ... არაფერს არ ვნანობ...

 

პირველი ვიზიტი თბილისს გარეთ, რა თქმა უნდა, ქუთაისშია. ,,ჩემი ბიჭი დაბრუნდა“ პირველი, მსახიობი მაგდა გერაძე ( ჩემი ოჯახის ახლობელი და პირადი მეგობარი) მეგებება. მე ყველას ვართმევ ხელს კაპელდინერებს, დამლაგებლებს, გარდერობის თანამშრომლებს. სულ ვიღიმი ,,ღმერთო, რა უბრალოა, სულ არ შეცვლილა“.. მესმის ტექპერსონალი ქალების ჩურჩული.

 

,,ამხელა იყო ამხელა.. რეკვიზიტიდან ვერ ვიცილებდით“ - გამაგონა ერთმა. შემდეგ რადისტებთან ავაჭრი. კიბეებზე ჩქარა ავრბივარ, ისე, რომ ძლივს მეწევიან ქალაქის მერი, თეატრის მმართველი და ადგილობრივი ჟურნალისტები. რადისტები გულში მიკრავენ, ნანის და ნაირას საკმარისად მეტხანს ვყავარ გულში ჩახუტებული და ზურგზე თანაკლასელებივით ხელს მიტყაპუნებენ. ,,ხომ ვამბობდი, არა, სულ ვამბობდი“ გაჰყვირის მაგდა გერაძე არტისტების გასაგონად.

 

თან ვხვდები როგორ ამაყობს ჩემი მინისტრობით. დაჭირვებით აბა მე მას არ დავჭიდები. ისედაც ვინ რას გაუბედავს თეატრში. შემდეგ ბენუარის ლოჟას მიღებენ, იმ ლოჟას მე-6 კლასში რომ ვიყავი და გამომაგდეს მაშინდელმა ადმინისტრატორებმა, აქ მთავრობა უნდა დაჯდეს იარუსზე ადიო, მაგრამ მე ამას არ გავიხსენებ.

 

პატარა ადამიანი ხომ არ ვარ. მინისტრი ვარ. მომწონს მინისტრი რომ ვარ. შემდეგ სახლში მივდივარ. ჩემს სახლში, სადაც დავიბადე, სადაც მინისტრობას უამრავი წელი ველოდი, სადაც მამაჩემი განერიდა ამქვეყანას, სადაც ჩემი და მცემდა, სადაც დედაჩემი მაშინებდა თუ ოთხიანი გამომყვებოდა, ამ ,,ლუსტრაზე“ ჩამოვიხრჩობ თავსო.

 

იქვე ბაწარსაც მაჩვენებდა, რომელიც ,,კამოდში“ ჰქონდა შენახული თვალსაჩინოებისთვის. ჩავჯექი ჩემი სახლის სავარძელში, პიჯაკი გავიხადე და ლოგინისკენ მოვისროლე. მერე წამოვხტი და პიჯაკი უკანვე ავიღე, რადგან გამახსენდა, რომ ამ პიჯაკს ასე დაგდებულს რომ ნახავდნენ ჩემები ან შამუგიებში უნდა მეძებნა ან მარუაშვილებში.

 

ასე მიყრიდნენ ფანჯრიდან ნივთებს, რომელსაც უწესრიგოდ მიმოვფანტავდი. მერე ჩემი თავი შემეცოდებოდა. ახლა მაინც რისი გეშინია მინისტრი ხარ შე საცოდაო. მერე ყველას შეშუდებოდა ჩემი. განსაკუთრებით ნათესავებსა და ახლო მეგობრებს. მერე ვიღაცეები შავ პიარს ამიგორებენ. მერე იმას იტყვიან მაგი ,,იმნაირი“ ხომ არ არის, აბა ცოლი რატომ არ ყავსო.

 

ამას იმ ფოტოებითაც განამტკიცებენ სხვადასხვა რესტორნებში მაგიდებზე და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების აუზებზე რომ მაქვს გადაღებული. მერე ოსეთის ვიდეოს დადებენ, ეს უზრდელი ბანაკებს როგორ ხელმძღვანელობდა, ალბათ, ბავშვებიც გარყვნაო. მერე ,,საზოგადოებრივი აზრი“ - ეს კოლექტიური პროსტიტუტი აბობოქრდება. ჩემი მეგობრები შოკში ჩავარდებიან და დედაჩემი კომაში. მერე პრემიერი დამიძახებდა და მეტყოდა ,,თქვენით გადადგებით თუ“ ...

 

მერე ჩემით არ გადავდგებოდი. ამ კაბინეტიდან მკვდარს თუ გამიტანდენენ, თორე ცოცხალი როგორ გამოვიდოდი. მერე მომხსნიდნენ და რომელიმე რეგიონული თეატრის რემონტისათვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დამადანაშაულებენ და დამიჭერენ...

 

არ მინდა ბატონო მინისტრობა. მართლა არ მინდა. არასოდეს გავხდები მინისტრი. ეს ფანდი იყო, ოინი. მართლა არ მინდა მინისტრობა. მერე თამაზ ჭილაძის სპექტაკლი გამახსენდება მსახიობ ევა ხუტუნაშვილს რომ ათქმევინებს ,,ჩიტების ბაზარში“:

 

- ვენაცვალე ამ მთავრობას, დღეს მინისტრის ცოლი ხარ, ხვალ აღარ იქნები!!! აბა ჩვენ უბრალო ხალხი, იმ თარგზე ვართ მოჭრილი, ცხოვრების გვირაბში რომ შევა და გამოვა ......

 

მართლაც ვენაცვალე ამ მთავრობას, ოცნებები რომ არ ამიხდა. მე ხომ იმ თარგზე ვარ მოჭრილი, რომელ გვირაბშიც მინდა, თავისუფლად შევალ და გამოვალ....“, - წერს ლიკლიკაძე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !