
აშშ–სა და კანადაში ძლიერმა ყინვებმა პრობლემები არამარტო მოსახლეობას შეუქმნა: ნიაგარას ჩანჩქერი გაიყინა.
მსგავსი შემთხვევა, უკვე ას წელზე მეტია არ მომხდარა.
ნიაგარას ჩანჩქერი სრულად 1912 წელს გაიყინა. ყინვამ, რომელიც ზოგან ნულს ქვემოთ 30 გრადუსზე დავიდა, ტურისტების მოზიდვას შეუწყო ხელი: ისინი გაყინული ნიაგარას სანახავად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩავიდნენ.