არის თუ არა ფრაზის - „დაკვლისას გოჭი ძალიან საყვარლად ჭყიოდას" ავტორი კახი კალაძის მამიდა

Image

ცოტა ხნის წინ ქობულეთში მშენებარე მედრესეს კარზე ღორის თავი ჩამოკიდეს.

 

ამ თემაზე გასულ ვიდეოსიუჟეტებში  ფიგურირებს ადგილობრივი სკოლის პედაგოგი ჟუჟუნა კალაძე, რომლის გამონათქვამმაც  „დაკვლისას გოჭი ძალიან საყვარლად ჭყიოდა" - იგი პოპულარული გახადა.

 

„ღორი მე არ დამიკლავს და ვინ დაკლა, ისიც არ ვიცი. ეს არის შემოგდებული პროვოკაცია. ჩვენ წავედით იქ გზის გადასაკეტად და ველოდით ხალხს, აქციის მონაწილეებს. იქ შევყოვნდით კარგა ხანი და ამ დროს დაუკლავთ ის გოჭი და თავი ჩამოუკიდიათ.

 

დაკლული გოჭი რომ დაინახა ჟურნალისტმა, აუტყდა სიცილი და მეც ავყევი, მერე ვთქვი ის, რაც ინტერნეტით გავრცელდა, მაგრამ ისე გაავრცელეს, თითქოს ჩვენმა ბიჭებმა დაკლეს ღორი, არადა მე ვთქვი – ვაიმე, ახლა ამასაც ჩვენ დაგვაბრალებენ-მეთქი, მაგრამ ეს ნათქვამი არ გაუშვეს.

 

ეგენი ყველაფერს ჩვენ გვაბრალებენ, თვითონ იწყებენ ყველაფერ აგრესიას, გვაგინებენ მკვდარს და ცოცხალს, გვლანძღავენ და ჩვენსკენ იშვერენ ხელს, მერე რეკავენ პოლიციაში და ეუბნებიან, შეურაცხყოფას გვაყენებენო.

 

„გოჭი საყვარლად ჭყიოდა"-მეთქი ხუმრობით ვთქვი და ბევრიც ვიცინე ამ ნათქვამზე. ჩვენ იმ ადგილას, სადაც მედრესეს აშენებენ, გვინდოდა, აშენებულიყო საბავშვო სახლი. მაგათგანაა შემოგდებული ეს ყველაფერი პროვოკაციისათვის. არ გამიკვირდება, ხვალ-ზეგ იქ ცოცხალი ღორებიც გაუშვან და მერე ჩვენ დაგვაბრალონ, არც ის გამიკვირდება, რომ ის გოჭის თავიც თვითონ ჩამოეკიდათ.

 

6 სექტემბერს მოვიდნენ ვიღაც მამაკაცები მანქანით და მათ ახლდათ ქალი, რომელიც გამოვარდა ჩემსკენ, მიყვიროდა - შენ არ გინდა ჯამეს გახსნაო?!  აწია ფეხი, რომ ჩემს ეზოში გადმომხტარიყო, თან ყვიროდა თმებით გათრევო. მერე მითხრა, ჩემი ქმარი არის მუსტაფა და მოგიყვან, რომ იმასთან დაწვე, თორემ კაცი გაკლიაო, მუსტაფა კიდე ისეთ დღეში ჩაგაგდებს, ერთი თვე ფეხზე ვერ დადგებიო.. მეზობლები გამოცვივდნენ და ხელიდან გამომგლიჯეს იმ ქალს. იმ ქალმა მერე მამაკაცივით აგინა სხვა მეზობლებს.

 

მაგ მედრესეს და ჩემ სახლს ყოფს ნახევარმეტრიანი კაპიტალური ღობე და მაგიტომ ამომიჩემეს მე.

 

პოლიცია რომ გამოიძახეს და მკითხა გვარი, მაშინ ვუთხარ ყოველთვის კალაძე ვიყავი და ახლაც ვარ-მეთქი. ჯერ ვთქვი, მე საქართველო მქვია-მეთქი. ესეც მასხრობით ვთქვი, რადგან მიყვარს იუმორი. მერე გვარი მკითხეს და ვუთხარი ქრისტიანი მორწმუნე ვარ-მეთქი, მაგრამ მერე ხალხისგან გაიგეს, კალაძეაო და მაგათ თვითონ მოიგონეს ვითომ კახი კალაძის მამიდობას ვიბრალებდე,“ - აღნიშნა ჟუჟუნა კალაძემ.

 

„კვირის პალიტრა“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !