დიღმის მასივში ე.წ. წითელქუდას კორპუსში, მეოთხე სართულიდან შუახნის ქალბატონი ლიფტის შახტაში ჩავარდა.
დაშავებული საბედნიეროდ გადარჩა, თუმცა ორივე ფეხი აქვს მოტეხილი.
კონკრეტულად რა მოხდა და რატომ გაიღო ლიფტის კარი, ამ ეტაპზე უცნობია.
შახტაში ჩავარდნილი ქალბატონი სამაშველო სამსახურმა ამოიყვანა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.