
მომღერალ ჟანა ფრისკეს ავადმყოფობის შესახებ გავრცელებული უამრავი ინფორმაციის შემდეგ მისი და ოფიციალურ განმარტებას აკეთებს.
ჟანა ფრისკეს და სოციალურ ქსელებში წერს, რომ მომღერლის მძიმედ ავადმყოფობის შესახებ გავრცელებული ხმები სინამდვილეს არ შეესაბამება:
„არ ვიცი, ვს რაში დასჭირდა ამ სახის დეზინფორმაციის გავრცელება, მაგრამ ჟანა თავს მშვენივრად გრძნობს: ამჟამად ის მაიამიში ცხოვრობს, იოგას მისდევს და ავად არ არის“, – წერს ჟანას და.
ჟანა ფრისკეს ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მედისაშუალებებმა გაავრცელეს. მათ შორის იყო „ლაიფნიუსი“, რომელმაც თითქოსდა ავადმყოფი ჟანა ფრისკეს ვიდეო გამოაქვეყნა. აღწერილობაში ნათქვამი იყო, რომ ექსკლუზიური კადრები პორტალის მკითხველმა „შერემეტიევოში“ გადაიღო და „ლაიფნიუსზე“ ატვირთა.
ინფორმაციის მიხედვით, ჟანა ფრისკე აეროპორტში საკაცით მიიყვანეს და ის სამკურნალოდ გერმანიაში, ქმართან ერთად მიემგზავრებოდა.