მოსკოველმა სამართალდამცველებმა მიჩურინის გამზირზე მდებარე საბილიარდო კლუბში აღკვეთეს ე.წ. "კანონიერი ქურდების" შეხვედრა, რომელიც ჩეჩენი ეროვნების კრიმინალური ავტორიტეტის ისლამ ედილგერეევის, იგივე "ისლამ დიდის" დაბადების დღესთან დაკავშირებით ტარდებოდა.
"ისლამ დიდთან" ერთად მის კამპანიაში აღმოჩნდნენ ხიზირ აკბულატოვი, იგივე "პუზირი" და თემურ ფაროიანი, იგივე "ტეკო ტბილისსკი" - ორივე ე.წ. "კანონიერი ქურდის" სტატუსს ატარებს.
სამართალდამცველებმა კრიმინალური ავტორიტეტები გაჩხრიკეს და ედილგერეევსა და აკბულატოვს, შესაბამისად, ჰაშიში და ჰეროინი აღმოუჩინეს. ორი კვირის წინ ციხიდან გამოსული "ტეკო ტბილისსკი" "სუფთა" აღმოჩნდა.
"პრაიმკრაიმის" მიხედვით. ფოტოზე - "ისლამ დიდი".