
ბათუმში, რუსთაველის 15–ში, დაახლოებით 40 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ ბათუმელ კორესპონდენტზე დაყრდნობით იუწყება. მამაკაცი, ევგენი ბესტუჟი, ბიზნესმენია და ბათუმში ცხოვრობდა.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და კრიმინალისტები მუშაობენ.
შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა დეტალები ცნობილი არ არის.