
გერმანიის ქალაქ რეგენსბურგში, ფედერალური პოლიციის თანამშრომლებმა ძებნილი ქართველი დააკავეს .
მართვის მოწმობის არმქონე მძღოლების შემოწმების დროს დაადგინეს, რომ მათ მიერ გაჩერებული 36 წლის ქართველი იძებნება რეგენბურგის პროკურატურის მიერ დეკემბრის ბოლოდან.
გასული 2013 წლის ივლისში მას ქურდობისთვის ფულადი ჯარიმა 100 ევრო ან 20 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს. რადგან ბრალდებულმა 100 ევრო არ გადაიხადა, პროკურატურამ მისი დაკავება ბრძანა.
ქართველის დაკავების შემდეგ პატიმარის ნაცნობებმა ჯარიმა გადაიხადეს. ამის შემდეგ მან შესძლო დროებითი დაკავების საკნის დატოვება, თუმცა, ამჯერად მართვის მოწმობის გარეშე საჭესთან ჯდომისთვის დააკავეს.
კიდევ ერთი შემთხვევა საქართველოს მოქალაქის მონაწილეობით ავსტრიის ქალაქ ობევარტში მოხდა, სადაც პოლიციამ შემაჩნია, როგორც შემდეგ გაირკვა, ქართველი მამაკაცი მძიმე ჭრილობით ხელზე.
საქართველოს მოქალაქემ დამხარების აღმოჩენის სურვილის დროს გალანძღა პოლიციელი და მისი ფიზიკური შეურაცხყოფა სცადა, თუმცა, მეგობრებმა დააწყნარეს და საავადმყოფოში წაიყვანეს.
როგორც გაირკვა, დაზიანებულს ერთერთ სახლში შესვლა უნდოდა და ამ მიზნით კორპუსში კარები შეამტვრია. ამ მოქმედების დროს ქართველმა მამაკაცმა მინაზე ხელი გაიჭრა.