ზურაბ გურული: აშშ–ის კონსტიტუციის მეორე შესწორება (ჩანახატი)

Image

მე-2 შესწორება: "ამერიკული ფედერალური კლინიკების ტერიტორიაზე იარაღის შეტანა აკრძალულია და ისჯება სისხლის სამართლის კანონით!"

 

...დილის 6 საათი იქნებოდა. მანქანა ექიმებისათვის გამოყოფილ სპეციალურ სადგომზე დავაყენე; მერე ჩემი "ბერეტა" სავარძლის ქვეშ, ლითონის საკეტიან ყუთში მოვათავსე და ნელი ნაბიჯით გავუყევი ბილიკს ჰოსპიტლისაკენ.

 

ღამენათევი რეზიდენტები უხმოდ მომესალმნენ და იანვრის ნაცრისფერი, გამჭვირვალე ჰაერი ყავის სურნელით შეაზავეს. ფიჭვის ტოტზე შემცივნებული ციყვი გირჩას ეჩალიჩებოდა; აგდებულად გადმომხედა და ზურგი შემაქცია. გამეცინა … …

 

- დილა მშვიდობისა დოკ! - მოვიხედე. გაქუცულ კამუფლირებულ ქურთუკსა და არანაკლებ შელანძღულ ვრანგლერებში გამოწყობილი, ყბა-ყბაში გაყრილი, თმაგაწეწილი ტიპი იყო.
- პაციენტების შესასვლელი სად არის? - იკითხა ზრდილობიანად. ავუხსენი.
- დიდი მადლობა, დოკ! - გამომიწოდა ხელი.
მაგრად ჩამოვართვი და უცებ შეხსნილი ქურთუკიდან წამით გამოჩენილ პისტოლეტის ბუდეს შევავლე თვალი.

 

- სერ! იარაღი მანქანაში დატოვეთ, თორემ პოლიციას ვერ გადაურჩებით - ღიმილით ვუთხარი, - ეს ფედერალური ტერიტორიაა -.

 

- ოუ შით! - შეიკურთხა და თვალი ჩამიკრა. - ჯეკ ბალდვინ! - საფეთქელთან მიიტანა ორი თითი.

 

- დოქტორ Z - მეც იგივე ჟესტით ვუპასუხე.

 

- დიდი მადლობა დოქტორ Z! შარიდან მიხსენი; საიდან ხართ ასეთი უცნაური აქცენტით? - მიაყოლა უცებ.

 

- მოდი ეგ პისტოლეტი მანქანაში ჩადე და გზაში გეტყვი - გამეცინა.

 

- ოკ დოკ!- ... … მისტერ ბალდვინი ვიეტნამისა და კორეის ომების ვეტერანი ყოფილა. ამჟამად მისისიპის ერთ პატარა სოფელში ცხოვრობდა განმარტოებით თავის ძაღლ ლუსისთან ერთად.

 

ნადირობისას მუხლის სახსარი დაუზიანებია და ორთოპედ-ქირურგის სანახავად მოდიოდა კლინიკაში. უცებ დავმეგობრდით. ჯეკი აშკარად საუბარს დანატრებულს ჰგავდა. შემეცოდა. პირველ ოპერაციამდე ერთი საათი მქონდა დარჩენილი და ყავაზე დავპატიჟე.

 

საუბარი, რა თქმა უნდა, იარაღზე, ტყვია-წამალზე და სროლაზე ჩამოვარდა. სხვა საერთო აბა რა უნდა გვეპოვა ქართველ ექიმსა და მისისიპელ ვეტერანს უზმოზე, ჰოსპიტლის ვესტიბიულში.

 

ჩემდა გასაკვირად, საკმაოდ ნაკითხი კაცი გამოდგა ჯეკ ბალდვინი. კლასიკური სამხრეთელი ჯენტლმენის ტრადიციისამებრ ამერიკის ისტორიის დიდი მოყვარულიც. …

 

- კარგად ჩამოყალიბებული მილიცია, ანუ ეროვნული გვარდია, სახელმწიფოს უშიშროების მთავარ გარანტიას წარმოადგენს და არავის აქვს უფლება, რომ ხალხს იარაღის ტარება აუკრძალოს. ასე თქვა თომას ჯეფერსონმა კონსტიტუციაში მე-2 შესწორების შეტანისას და ასე მჯერა მეც - ამაყად გამომიცხადა ბალდვინმა.

 

ისეთი უცნაურად გულწრფელი პათოსით თქვა ეს, რომ გამეღიმა.

 

- დიახ, დიახ! მე-2 შესწორებაზე დგას ამერიკის სახელმწიფოებრიობა - წამოდგა ჯეკი, - რამდენიც არ უნდა იყაყანონ ლიბერალებმა, სწორედ ეროვნული გვარდია და იარაღისა და თავისუფლების პატივისმცემელი ბიჭებია ქვეყნის თავისუფლების სიმბოლოცა და გარანტიაც!

 

- მართალი ბრძანდებით მისტერ ჯეკ! სწორედ ქართველი სამხედროების განადგურებით დამარხა რუსეთმა ჩემი სამშობლოს სახელმწიფოებრიობა- წამოვდექი მეც.

 

ბებერმა ჯარისკაცმა გაკვირვებით შემომხედა.

 

- კი მაგრამ, კაცებიც გადაშენდნენ შენს სამშობლოში?

 

ცოტა არ იყოს გავბრაზდი.

 

მერე, უცებ, შუაგულ კახეთში აფრიალებული რუსული დროშა გამახსენდა და…

 

ზურაბ გურული, "ფეისბუქი".

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !