საქართველოს რკინიგზამ შარშანდელთან შედარებით 2 996 983 ტონით ნაკლები ტვირთი გადაზიდა

Image

საქართველოს რკინიგზამ წელს, შარშანდელთან შედარებით, 2 996 983 ტონით ნაკლები ტვირთი გადაზიდა.

– ინფორმაციას ამის შესახებ, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი სპეციალისტი ირმა სტეფნაძე აქვეყნებს.

 

მისივე ინფორმაციით, ნავთობი და ნავთობ პროდუქტები 1 249 810 ტონით ნაკლები, ხოლო მშრალი ტვირთი 1 747 173 ტონით ნაკლები გადაიზიდა.

 

ირმა სტეფნაძე იმასაც განმარტავს, რას ნიშნავს ამ რაოდენობით ტვირთის გადაზიდვის შემცირება:

 

„ეს ნიშნავს, რომ 3 000 000- მდე ტონა ტვირთის მფლობელმა კომპანიამ (ან კომპანიებმა) აღარ აირჩია/აირჩიეს საქართველოს რკინიგზა, აღარ ანდო/ანდეს რა მას ტვირთის გადაზიდვა, აღარ ენდო საქართველოს სატრანსპორტო კორიდორს და ტვირთის გადასაზიდად სხვა სატრანსპორტო კორიდორი აირჩია...

 

საქართველოს რკინიგზის არასწორი მენეჯმენტი საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს, როგორც საერთაშორისო სატრანსპორტო ჰაბის, საქართველოს, როგორც სატრანსპორტო კორიდორის იდეას!

 

გარდა ამისა, ეს ნიშნავს: რკინიგზის შემოსავლების მკვეთრ შემცირებას!

 

ეს ნიშნავს: რკინიგზაში დასაქმებული 14 000 ადამიანის ხელფასებისათვის საფრთხის შექმნას!

 

ეს ნიშნავს: რკინიგზაზე მიბმული საწარმოებისათვის (თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა, რუსთავის ვაგონმშენებელი ქარხანა, თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა, რკინაბეტონის შპალების ქარხანა, ღორღის, შპალების და სხვა უამრავი საწარმო) ნაკლები შეკვეთის მიცემას!

 

ეს ნიშნავს: რკინიგზის მიერ არაპირდაპირ დასაქმებული 35 000 ადამიანის შემოსავლების შემცირებას!

 

ეს ნიშნავს: რკინიგზის მიერ საერთაშორისო ბირჟებზე განთავსებული ფასიანი ქაღალდების ფასის დაცემას!

 

ეს ნიშნავს, რომ საქართველოს რკინიგზამ წელს ბევრად ნაკლები გადასახადი გადაიხადა ბიუჯეტში!

 

ეს ნიშნავს, რომ ინგრევა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მზარდი ავტორიტეტის კომპანია და მას შველა სჭირდება!“, – წერს ირმა სტეფნაძე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !