-
2014-01-18 15:35
სოჭში დილიდან ტერორისტ გოგონას ეძებენ, რომელიც, შესაძლოა, თვითმკვლელი იყოს და ტერაქტის მოწყობას გეგმავდეს.
სოჭის პოლიციის ყველა განყოფილებამ შსს–სგან მიიღო აღწერილობა და თანდართული ფოტო, სადაც 22 წლის, რუსი სამართალდამცველების მიერ ტერორისტად მოხსენიებული, ჩრდილოეთ ოსეთის ერთერთი სოფლის მკვიდრი რუზანა იბრაჰიმოვაა გამოსახული.
როგორც რუსული მედია იუწყება, მსგავს გაფრთხილებებში, რომელსაც პოლიციის განყოფილებებს უგზავნიან, იბრაჰიმოვა პირველად არ ფიგურირებს. ცოტა ხნის წინ გაფრთხილება მის შესახებ მიიღეს იაკუტიელმა სამართალდამცველებმა, ხოლო დაღესტანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს რუსმა ძალოვნებმა რუზანა დაჭრეს კიდეც.
აღწერილობაში მითითებულია, რომ რუზანა იბრაჰიმოვას, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობასთან ნახეს, მარცხენა ლოყაზე შრამი აქვს და შესამჩნევად კოჭლობს.