
საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის განვითარებულ პერიპეტიებს ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა „ფეისბუქზე“ საქართველოს კონსტიტუციიდან ამონარიდით უპასუხა.
„საქართველოს პრეზიდენტი
მუხლი 69
1. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. (6.02.2004.N3272)
2 . საქართველოს პრეზიდენტი წარმართავს და ახორციელებს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. იგი უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას, სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობას კონსტიტუციის შესაბამისად.
3.საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს უმაღლესი წარმომადგენელია საგარეო ურთიერთობებში.
(მუხლი 69 (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
1. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებას.
2. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.
3. საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.)" - ღაღადებს საქართველოს კონსტიტუცია.