მაია ასათიანი ახალი არხის დირექტორი გახდა

Image

ტელეწამყვანი უკვე ექვს თვეზე მეტია, „რუსთავი 2“-ის ერთ პროექტზე მუშაობს.

 

 

„მარაო რუსთავი 2“ - ეთერში ოქტომბრიდან გავა.

 

ახალი ტელეკომპანიის ძირითადი სამიზნე  ქალები გახლავთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ  ტელეკომპანიის საეთერო ბადე მამაკაცებს არ დააინტერესებთ.

 

პარალელურად, 16 სექტემბერს „პროფილის“ ახალ, მეთოთხმეტე სეზონსაც ხსნის თემით, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა...

 

„მას შემდეგ, რაც ''პროფილი'' გახდა სუპერრეიტინგული გადაცემა, ჩემი აზრით, ტელებაზარმა მოითხოვა, საგანგებოდ ქალებისთვის გაკეთებულიყო ტელევიზია.

 

შემოთავაზება ნიკა გვარამიასგან მივიღე. ეს იქნება ქალბატონებისთვის დროის გასატარებელი არხი, დილას რომ გადმორთავენ, მთელი დღე ჩართული ექნებათ.

 

გადაცემებს  სუპერპოპულარული ვარსკვლავები წაიყვანენ - ნინა წკრიალაშვილი პირველად ცდის საკუთარ თავს წამყვანის ამპლუაში, თიკო სადუნიშვილი, ნუკი კოშკელიშვილი, თიკა ფაცაცია, შორენა ბეგაშვილი ჩვენს არხზე გამოჩნდებიან, ნიკა გრიგოლია გაუძღვება რეალურ შოუს სახელწოდებით „ერთგულების ტესტი“, სადაც ცნობილი ქართველი ქალბატონები მეუღლეების ერთგულებას შეამოწმებენ.

 

შორენა ბეგაშვილიც რეალურ შოუს წაიყვანს. სხვათა შორის, ძალიან მცირებიუჯეტიანი ტელევიზია იქნება, ისეთივე, როგორიც ''პროფილია''.

 

რაც მთავარია, აქ ვერ ნახავთ სისხლს, სროლებსა და ძალადობას.

 

„პროფილი“ ჩემი მთავარი შეყვარებულია და პირველი წელია, როცა მასზე უფრო ნაკლებს ვლაპარაკობ.

 

აქვე ვიტყვი, რომ საინტერესო სეზონი გვექნება, პირველ გადაცემას ბოლო დროის აქტუალურ თემაზე, ოჯახურ ძალადობაზე ვამზადებთ და 18 სექტემბერს გავა ეთერში, მოკლული ქალბატონების ოჯახის წევრები იქნებიან ჩვენი სტუმრები,

 

ეს გადაცემა-აქციაა, რითაც სეზონს დავიწყებთ. ახალ არხს სწორედ ''პროფილის'' გუნდთან ერთად ვაკეთებ და 24 საათიდან 24-ვეს გამოყენებას ვაპირებ,“ - აცხადებს მაია ასათიანი

 

„რეიტინგი“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !